საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა, რომ უნაღდო ოპერაციების ზრდის მიუხადავად, კვლავ აქტუალურია ფიზიკური ჩასარიცხი ტერმინალების გადახდებიც. სტატისტიკის მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით სულ 13,900 თვითმომსახურების ტერმინალი დგას, ამასთან წინა წელთან შედარებით ამ ტერმინალების რაოდენობა 300-ით არის გაზრდილი.
იზრდება ამ აპარატებში ჩარიცხული ფულის მოცულობაც. 2023 წლის მაისში მათში 10.8 მილიონი ოპერაცია შედგა, რომლითაც 1 მილიარდი ლარი ჩარიცხეს. ეს თანხა რეკორდულია, რადგან აქამდე ჩასარიცხი აპარატების ყოველთვიური ბრუნვა 800-900 მილიონი ლარის ფარგლებში იყო.
ყველაზე ხშირად ფიზიკურ ჩასარიცხ აპარატებს აზარტულ კომპანიებში თანხის შესატანად, კომუნალური გადახდებისა და საბანკო ვალის მომსახურებისთვის, ასევე სხვა მოსაკრებლების დასაფარად იყენებენ.
როგორც სტატისტიკიდან ირკვევა, ერთი საშუალო ჩასარიცხი აპარატით თვეში 775 ოპერაცია სრულდება და 74 ათასი ლარი ირიცხება. ეს დღეში 26 ჩარიცხვას ნიშნავს, ერთი საშუალო ჩარიცხვის მოცულობა კი 95 ლარს შეადგენს.
როგორც ეროვნული ბანკის ანგარიშიდან ირკვევა, ერთი საშუალო ჩარიცხვის ღირებულება იზრდება. ერთი წლის წინ ეს 72 ლარი იყო, 2021 წელს კი 55 ლარი.
ჩარიცხული თანხების მატებასთან ერთად სავარაუდოდ, იმატებს ჩასარიცხი აპარატების ოპერატორთა საკომისიო შემოსავალიც, თუმცა ეს სტატისტიკაში წარმოდგენილი არაა.
2025 წლის 11 თვის მონაცემებით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე რეკორდული – 1 214 653 ვიზიტორი დაფიქსირდა. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, ვიზიტორთა რაოდენობა…
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ავიაკომპანიამ Scat Airlines ყაზახეთის ქალაქ შიმქენთიდან პირველი მგზავრები ჩამოიყვანა. აღნიშნული მიმართულებით ავიარეისები რეგულარული იქნება და კვირაში ორჯერ –…
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2025 წლის ნოემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 298.39 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 11.9%-ით მეტია…